17:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 14:21:10, 396 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.

„როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს შს სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, საზღვრის მართვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განხორციელებული პროექტები განიხილეს.
 მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.

გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლას ბერლინერმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics