|
2020-04-22 13:23:24, 1306 ნახვა
კომენტარი
კილაძე - ამ შეზღუდვებს უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ისედაც მწირი შემოსავალი
„ამ შეზღუდვებს უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ისედაც მწირი შემოსავალი“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. „ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება იყოს ეფექტიანი, უბრალოდ ჩვენ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში. ეს ყველა შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი შეზღუდვები ამ შემთხვევაშიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს და შემდეგ უკვე მოვხსნათ შეზღუდვები. ამ შეზღუდვებს უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ისედაც მწირი შემოსავალი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)