|
2020-04-21 17:20:10, 1500 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - მომავალი სამი კვირის განმავლობაში შესაძლოა შემთხვევების ზრდა დაფიქსირდეს
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მომავალი სამი კვირა იქნება კრიტიკული. მანვე განმარტა, რომ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ შიდა გავრცელებიდან მეექვსე და მერვე კვირები არის კრიტიკული. საქართველო ამ ეტაპზე შიდა გავრცელებიდან მეეხუთე კვირას ითვლის, ამიტომ მომავალი სამი კვირის განმავლობაში შესაძლოა ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდეს. „ჩვენი ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი. წინა კვირაში გვქონდა სამი ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ თქვენ დაიცავით უმრავლესმა ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო იძლეოდა, მოვახერხეთ ის, რომ ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება ათ ახალ შემთხვევას. მოგეხსენებათ ჯერ ყველაფერი წინ არის. პანდემია ვრცელდება მსოფლიოში. ვერ გააჩერეს დიდმა ქვეყნებმა პანდემიის გავრცელება, ამიტომ მომავალი სამი კვირა, რატომ ვამბობ სამ კვირას, ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევა. როცა ვეღარ გავედით წყაროზე, შიდა გავრცელებიდან დაწყებული, უკვე მეექვსედან მერვე კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს ჩვენ შევედით მეხუთე კვირებში, ამიტომ აპრილის ბოლო კვირა, მაისი პირველი კვირა მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის კიდევ ზრდა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, რომ დავრჩეთ სახლში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)