13:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 11:52:09, 603 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის თანახმად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო სამხედრო - ტექნიკური ცენტრი "დელტა", გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს გაუწევს დახმარებას, გარემოსდაცვითი მიზნებისთვის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში და სათანადო საექსპერტო კონსულტაციების გაწევაში. 

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმი ასევე სამხედრო - ტექნიკურ ცენტრის "დელტა" მიერ სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებოებისთვის რადარული მეტეოროლოგიური ინფორმაციის ოპერატიულიად მიწოდებას ითვალისწინებს. 

მემორანდუმის მიზანია სამინისტროებს შორის კოორდინირებული, სწრაფი და მოქნილი უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics