|
2020-04-20 14:57:27, 1734 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი სააკაშვილის ინიციატივაზე - ის არც ერთი თეთრის მომტანი არ არის
„სააკაშვილი არც ერთი თეთრის მომტანი არ არის, საქართველოს სახელით მოქმედება ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია, რამდენადაც მას სერიოზულად არავინ აღიქვამს", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას. მისი თქმით, „ამ რთულ ვითარებაში, სააკაშვილის თამადობით, გარკვეული ოპოზიციური ძალები მთლიანად გადასულები არიან პოპულიზმზე, პოლიტიკურ მანიპულაციაზე, რაც რიგ შემთხვევაში, მავნებლობაში გამოიხატება“. „რაც მთავრობამ იმუშავა და სამი მილიარდის მობილიზება შეძლო, ფაქტობრივად, სხვა არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ამასაც შეიძლება მისი მოქმედებით და ხშირ შემთხვევაში, მავნებლური განცხადებებით, საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, ბუნებრივია, აქ ხელისუფლება დროულად მოქმედებს, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადრეულ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რა თანხების მობილიზება შეუძლია ქვეყანას, რომ ჩვენ პოსტ ეპიდემიურ სიტუაციაში დროულად მოვახდინოთ ეკონომიკის აღდგენაც და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც ან სამუშაო დაკარგეს, ან შეგვიძლია, კიდევ უფრო მეტად ავამუშაოთ ამ მიმართულებით შესაძლებლობები", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოებდა და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)