|
2020-04-16 21:32:03, 1619 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - რეკომენდაციების დაცვა დღეს ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღია
"რეკომენდაციების დაცვა დღეს ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ვაქცინა არაა და ის დაახლოებით შემოდგომისკენ შეიქმნება, მანამ კი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი საშუალება რეკომენდაციების დაცვაა. "ამ დრომდე ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართომაშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო, უკეთესად მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები, მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას, რასაც სხვადასხვა ორგანო იძლევა, რეკომენდაციების დაცვა დღეს ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღია. არ არსებობს ჯერჯერობით ვაქცინა და არ იქნება დაახლოებით წლის ბოლომდე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა იქნება, მაგრამ ალბათ უფრო შემოდგომის მეორე ნახევარში. მანამდე რჩება მხოლოდ ერთი იარაღი, რომ გავრცელება არ იყოს ფართომასშტაბიანი, რეკომენდაციების დაცვა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)