18:32 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 18:42:07, 15646 ნახვა

High - Tech
Apple-ის წითელი პროდუქციის გაყიდვებიდან პროცენტს COVID-19-თან ბძოლას მოახმარს

კომპანია Apple-ის წითელ პროდუქციას (PRODUCT)RED ბევრი ხმარობს, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ამ პროდუქციის შეძენისას თქვენ ქველმოქმედი ხდებით. საქმე იმაშია, რომ "კუპერტინო" 2006 წლიდან წითელი პროდუქციიდან დარჩენილი სუფთა მოგებიდან 15% აივ ინფექციასთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან  ბრძოლის საერთაშორისო ფონდში რიცხავს. ეს ეხება Apple-ის ყველა იმ პროდუქტს, რომელსაც ნიშანი (PRODUCT)RED გააჩნია. 
2020-ში კომპანიამ მიდგომა გადააფასა და დღეიდან , ამა წლის 30 სექტემბრამდე ყველა გაყიდული პროდუქტი ნიშნით (PRODUCT)RED, COVID-19-თან ბრძოლასაც დაეხმარება. ამ დროს კომპანია აივ ინფექციასთან და სხვა დღემდე განუკურნებელ დაავადებებთან ბრძოლას არ წყვეტს და აქამდე ნაკისრ საქველმოქმედო ვალდებულებებს ისევ დღის წესრიგში ტოვებს.

 

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics