13:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 12:01:31, 5667 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის ძალები ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის

ტელეკომპანია POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ თავდაცვის ძალებში მისი ხელმძღვანელობით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროში გაიწერა ყველა შესაძლო გეგმა და თავდაცვის ძალები ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნაშია.

„ჩვენ, ვინაიდან ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებელი უწყება ვართ და უნდა ვიზრუნოთ თავდაცვისუნარიანობაზე, ყოველთვის წინ უნდა ვიხედებოდეთ. ერთი-ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ მოვლენებთან მიმართებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩემი ხელმძღვანელობით სამინისტროში პრევენციული ღონისძიებები გატარდა, გაიწერა ყველა გეგმა, ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პანდემიის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მინისტრმა თავდაცვის ძალების მაქსიმალურ მობილიზებას, ორგანიზებულობას, მუდმივ მზადყოფნასა და დისციპლინირებას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და მზადყოფნა მუდმივი წვრთნებისა და ტრენინგების შედეგია, რომელსაც ისინი ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისად გადიან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო გამოწვევა ამავდროულად შესაძლებლობაა, ამ შესაძლებლობის გამოყენება არის ჩვენი მთავარი ამოცანა, აღნიშნული პროცესები კი, სასარგებლო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics