22:21 - 25 May, 2026
|
2015-01-26 19:00:28, 1016 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში გიორგი ქადაგიძეს უსმენენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში იმყოფება. დეპუტატები მას დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. პარლამენტარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითხვები ლარის კურსთან დაკავშირებით აქვთ. დეპუტატები გიორგი ქადაგიძისგან იმ ნაბიჯების შესახებ მოისმენენ ინფორმაციას, რაც მთავრობამ ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით უნდა გადადგას. გარდა ამისა, დეპუტატებს აინტერესებთ, ჩაერევა თუ არა ეროვნული ბანკი ხელოვნურად ლარის კურსის ვარდნის შეჩერების პროცესში. ცნობისთვის, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის შეძენა 1.9962 ლარად არის შესაძლებელი. დღეს კი, 1 დოლარი 1.9935 ლარს შეადგენდა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)