|
2020-03-16 15:55:45, 8791 ნახვა
ომი უკრაინაში
თურნავა: მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად შევინარჩუნოთ რამდენიმე ავიამიმართულება ევროპიდან საქართველოში
„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში, რასაც მოემსახურება „აირზენა" და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან ოპერატიულად იქნება ხოლმე გავრცელებული", - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩამოსვლის სურვილი აქვთ და ეს გაურთულდათ იმის გამო, რომ შემცირდა ან შეწყდა საჰაერო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის საქართველოსთან. „საგარეო საქმეთა მინისტრმაც განმარტა, რომ ჩვენი საელჩოები და საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ახლა მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ ეროვნულ, ქართულ კომპანიაზე - „აირზენაზე" და მის რესურსზე. „აირზენა" მაქსიმალურად, ჩვენი მხარდაჭერით აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან. რა თქმა უნდა, არ ვიცით როგორ შეიცვლება ეს გეოგრაფია, რადგან ეს არ არის მარტო ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი და ქვეყნების მთავრობებიც ცვლიან თავიანთ პოლიტიკას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში" , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას შეფასებით, იმ ფონზე, რა პროცესებიც მიმდინარეობს გლობალურად, რის გამოც სულ უფრო მეტი ავიაკომპანია წყვეტს ფრენებს, საქართველოშიც მინიმუმამდეა დაყვანილი პირდაპირი ფრენების რაოდენობა და არის მოლოდინი, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)