|
2020-03-10 23:42:13, 11956 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე Covid19-ით ინფიცირებულ 8 ახალ პაციენტზე - მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად კორმალურია. ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულებს ძირითადად კავშირი ჰქონდათ იტალიაში მოგზაურობის ისტორიის მქონდე პაციენტებთან. დღეს ერთდროლად ყველაზე მეტი, 8 შემთხვევა გვქონდა სამწუხაროდ. 8 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.ასევე დადებითი იყო მე-9, მაგრამ მას განმორებით ჩაუტარდა კვლევა, ანუ ადამიანი ვინც ვიცოდით რომ იყო ინფიცირებული, იცით რომ სამ-ოთხ დღეში ერთხელ ვიმეორებთ ხოლმე ტესტს და განმეორებით ისევ პოზიტიური იყო პასუხი. ეს რვა გახლავთ ახალი. აქედან 5 არის ერთი კლასტერი, რომელიც დაკავშირებულია ნომერ მეორე პაციენტთან, რომელიც თებერვალში დადასტურდა ქვეყანაში. მათ ერთად იმოგზაურეს იტალიაში. ისინი თითქმის 14 დღის განმავლობაში გახლდნენ კარანტინში, დაუფიქსირდათ სიმპტომები, ახლა გაკეთდა სინჯები და აღმოჩნდა, რომ დადებითები არიან. მათი მდგომარეობა ნორმალურია, გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. ერთი არის მეექვსე პაციენტი დაკავშირებულია მეორე იტალიურ მლასტერთან. 2 დაკავშირებულია იტალიასთან მოგზაურობასთან, მაგრამ ისინი ინფექციურში არ არიან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)