|
2015-07-23 15:31:52, 688 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს
24-25 აგვისტოს თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, თბილისში 57 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა. მინისტრი იმედოვნებს, რომ დონორები საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდებიან. "24-25 აგვისტოს თბილისში ჩატრდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა რაუნდი. ეს არის პირველი რაუნდი მას შემდეგ, რაც ბანკი ოფიციალურად დაფუძნდა და 57 ქვეყნს მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა თბილისში, მათ შორის იქნებიან ის დონორები, რომლებიც იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვნად დაინტერესდებიან საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)