00:37 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 15:23:15, 646 ნახვა

ეკონომიკა
სუბსიდირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინფორმაციით,  სუბსიდირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"სუბსიდიებას რაც შეეხება პრემიერმა დაგვავალა დღეს ამაზე მუშაობა, ხვალ წარვუდგენთ მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოებას",-აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხარებლებისთვის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე იქნა მიღებული. 

შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი გახდა.

"ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics