16:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 13:25:48, 1669 ნახვა

კომენტარი
ნარმანია: ვისაც ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, ეტაპობრივად იქნებიან დაკმაყოფილებულნი

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვისაც საბავშვო ბაღებში ბავშვის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, ისინი ეტაპობრივად იქნებიან დაკმაყოფილებულნი.

მისი თქმით, თბილისის მერიამ საბავშვო ბაღებში სამი ათასი ადგილი უკვე შექმნა და ამ ეტაპზე დამატებით ექვსი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

„ჩვენ ბაღების რეგისტრაციის თვითონ პროცესი და ტექნიკური საშუალებები გავმართეთ, აქედან გამომდინარე საიტის მეშვეობით რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა, პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ მოთხოვნა მეტია, ვიდრე საბავშვო ბაღებში ადგილების რაოდენობა. ჩვენ სამი ათასზე მეტი ადგილი უკვე გავაჩინეთ ბაღებში, ეს არის დამატებით გარემონტებული ფართები, ასევე საბავშვო ბაღების დაბრუნებული შენობები, რომლებიც ჩვენმა წინამორბედებმა ჩამოართვეს ბაღებს და ჰქონდათ თავიანთ პარტიულ ოფისებად გადაქცეული. ამჟამად 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც ერთი სექტემბერში გაიხსნება, დანარჩენი კი ეტაპობრივად შემოდგომაზე და მომდევნო წლის გაზაფხულზე, რითაც დამატებით კიდევ შეგვეძლება ბავშვების მიღება. ასევე მომდევნო წლისთვისაც გვაქვს გეგმა. თუ ვინმეს რამე სახის პრობლემა შეექმნა, ისინი მივიდნენ ბაღების მართვის სააგენტოში, გააკეთეს შესაბამისი განცხადებები და ეტაპობრივად დაკმაყოფილდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics