16:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 13:41:19, 2175 ნახვა

ეკონომიკა
რომან გოცირიძე: დევალვაცია, წესით, უნდა შეჩერდეს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძეს შეფასებით, 2014 წლის დეკემბერში ლარის გაუფასურება უკონტროლო საბიუჯეტო ხარჯვამ გამოიწვია.
დღეის მდგომარეობით კი, მისივე თქმით, ფულის მასა უკვე ნორმაშია.
შესაბამისად, გოცირიძე მიიჩნევს, რომ დევალვაცია უნდა შეჩერდეს.
„დევალვაცია წესით უნდა შეჩერდეს! ლარის გაუფასურებას დეკემბერში უკონტროლო საბიუჯეტო ხარჯვამ რომ დაუდო საფუძველი, ეს უკვე ნათელია. ფულის მასამ ერთბაშად 450 მილიონი ლარით მოიმატა. ნელ-ნელა მოხდა ამ ფულის კონვერტაცია დოლარებში სჭირდებოდათ ეს საიმპორტოდ თუ არა. ლარის დღევანდელი მკვეთრი გაუფასურება უფრო "წამბაძველობას" ჰგავს. შეშინებულები დოლარებს იძენენ. არა და, არაა ეს საჭირო. ფულის მასა უკვე ნორმაშია მოსული. ალბათ, ამით უნდა დამთავრდეს კორექციის პროცესი, თუ აჟიოტაჟი არ ჩაერთო საქმეში. პატარა პაუზაა საჭირო. ეს ყველას ინტერესშია“, – წერს გოცირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მისივე განმარტებით, თუ ლარის კურსის გაუფასურების მთავარი მიზეზები არ გამოსწორდება, ფულის რეზერვი დაიკარგება და კურსი „თავის ადგილს მაინც მოძებნის“.
„რაც შეეხება ფუნდამენტურ მიზეზებს, რომლებიც მცდარ ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ, ამაზე ცალკეა სასაუბრო.
კიდევ ერთი მითი: ლარი დეკემბერში 30 მილიონი დოლარით შემცირებულმა გზავნილებმა გააუფასურაო. ანუ 30 მილიონი დოლარის ინტერვენცია რომ განახორციელოს დღეს ეროვნულმა ბანკმა, წონასწორობა აღდგება? რა თქმა უნდა არა. ეროვნულ ბანკს 30-იც შეუძლია და ათჯერ ოცდაათიც, მაგრამ ეს დროებითი "დაჭერა" იქნება და თუ მთავარი მიზეზები არ გამოსწორდა, რეზერვებიც დაიკარგება და კურსი მაინც მოძებნის თავის ადგილს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, დღეს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის შეძენა 1.98 ლარად არის შესაძლებელი. თუმცა სავალუტო პუნქტებში 1 დოლარი 2.03 ლარი ღირს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics