|
2015-07-01 19:35:01, 2081 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მტკივნეულ პროცესს მალე გავივლით
„მგონია, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მტკივნეულ პროცესს მალე გავივლით“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ჩაატარა ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, მოამზადა ინფრასტრუქტურა, ჰქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იმპორტიორებთან, რომლებმაც სავაჭრო ქსელებში სათანადო აპარატურის წარმოდგენა უზრუნველყვეს. მისივე თქმით, მთავრობამ 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს „სეტ-ტოპ-ბოქსები“ უფასოდ მიაწოდა. „ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანია დღემდე. მოვამზადეთ ინფრასტრუქტურა, გვქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იმპორტიორებთან, რომლებმაც უზრუნველყვეს, რომ სათანადო აპარატურა სავაჭრო ქსელებში წარმოდგენილი ყოფილიყო. დღეიდან მოხდა ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა თბილისში და მის შემოგარენში. ყოველთვის ასეთ დროს, არიან ადამიანები, რომლებიც არ ემზადებიან სათანადოდ ასეთი მომენტისთვის და ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. გარდამავალი პერიოდია. ადამიანებმა , რომლებმაც ვერ შეიძინეს ეს აპარატურა სავარაუდოდ ახლა შეიძენენ. სახელმწიფო რაც გააკეთა არის ის, რომ 70 ათასი ქულის დაბლა მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეს აპარატები უფასოდ მიაწოდა. ზოგიერთ მათგან ჯერ არ აუღია და ფოსტის ოფისებში არის განთავსებული ეს აპარატურა. ამ დღეებში მოხდება მისი გაწოვა მომხმარებლებში და მგონნია, რომ ამ მტკივნეულ პროცესს, ჩვენ მალე გავივლით, მაგრამ სამაგიეროდ საქართველო გადავა სრულიად ახალ ეტაპზე . ეს იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას ახალი ინვესტორების მოზიდვისთვის და ასე შემდეგ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)