|
2019-04-30 22:48:07, 4228 ნახვა
სხვადასხვა
გოგი გვახარია მომღერლებს - 17 მაისამდე დიდი დროა, ისწავლეთ არას თქმა
17 მაისს ე.წ ოჯახის სიწმინდის დღეზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" კონცერტში მონაწილე მომღერლებს კინოს კრიტიკოსი და ჟურნალისტი გოგო გვახარია მიმართავს. "ქართველო არტისტებო, ვინც 17 მაისს ”ჰომოფობურ კონცერტში” მონაწილეობაზე დათანხმდით... ცოტა უნდა შეგაშინოთ და თამარ ივერის ისტორია გაგახსენოთ:( ”არას” თქმა უნდა ისწავლოთ, ძვირფასო ქართულო შემოქმედებითო ინტელიგენციავ. თორემ, ეგ შორენაც დროებითია და ის ზიზილ-პიპილოებიც, რომლებსაც ეგენი გპირდებიან. ”არას” თქმას თუ ვერ ისწავლით დარჩებით ასე ”მესტეჩკოვი არტისტებად”, რომლებიც ოქროსა და ვერცხლში დამხრჩვალ, მაგრამ ბოროტებისგან აყროლებული ჯიპებით მოსეირნე ე,.წ ”მღვდლებს” უხარებენ გულს,. ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით რომ სულ სხვა მაყურებელზე და სხვა მსმენელზე ოცნებობთ? 17 მაისს სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას აპირებს. „თბილისი პრაიდმა“ მიმართა „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)