16:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 14:24:06, 2956 ნახვა

სპორტი
დეპუტატების მოსაზრებით, მაღალმთიან რეგიონებში პენსიონერებისათვის სოციალური შეღავათი 2018 წლამდე უნდა ამოქმედდეს

მაღალმთიან რეგიონებში პენსიონერებმა ყოველთვიური დანამატი შესაძლოა, 2018 წლიდან მიიღონ. აღნიშნულს „მთის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს“, რომელიც დღეს, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

შემოთავაზებული ვარიანტით, ყოველთვიურ პენსიასთან ერთად დანამატის სახით, სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 %-ს მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები , მხოლოდ ასაკს მიღწეული პირები მიიღებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს პროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით შენიშვნა ჰქონდა. ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ფინანსთა სამინისტროსთან გაიმართოს კონსულტაციები, რომ ამ სოციალური შეღავათით არა მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწეულმა, არამედ, იმ პირებმაც ისარგებლონ, რომლებიც სხვა სახის პენსიას იღებენ. ხუნდაძეს კანონპროექტის ამ ნაწილის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებითაც ქონდა შენიშვნა.

„კანონი და სოციალური შეღავათები არის იმისათვის, რომ ეს არსებული მძიმე ვითარება გავაუმჯობესოთ. 2018 წლამდე არის სამი წელი... ასევე, ეს შეღავათი, არათანაბარ პირობებში, მხოლოდ ასაკით პენსიონერებისთვის არის გათვალისწინებული. არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს. ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტროსთან მოგვიწევს ამ თემაზე დამატებითი კონსულტაციები და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერებისთვის ამ სოციალური შეღავათის ამოქმედების ვადად 2018 წელი თანხების ეკონომიის მიზნით არ განსაზღვრულა.

“ამას არ აქვს მხოლოდ ფინანსური არგუმენტაცია, მთავრობა მუშაობს საპენსიო სისტემის რეფორმაზე და შესაბამისად ფინანსტა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. იმ პერიოდისთვის ჩვენ გვექნევა უკვე რეფორმირებული მოდელი, ეს არ მომხდარა თანხების ეკონომიის მიზნით”, - აღნიშნა შერგელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics