|
2015-06-22 11:03:33, 768 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის სამსახურის თანამშრომლებმა პრევენციული ღონიძიებების გატარების შედეგად, უკანონო თევზჭერის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ქალაქ მცხეთისა და სოფელ ძეგვის მიმდებარედ, მდინარე მტკვარსა და მდინარე არაგვზე კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით - ელექტროშოკური აპარატებით ახდენდნენ თევზის მოპოვებას. კანონდამრღვევებს ელექტროშოკური აპარატები ჩამოერთვათ . ასევე, განხორციელდა უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზის კონფისკაცია. „აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს. თევზჭერისა და ნადირობის წესების დაცვის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს“, – აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)