|
2019-02-26 17:11:57, 5346 ნახვა
High - Tech
Huawei Mate X - სამსუნგის დრეკადი კოშმარი
ჩინურმა კომპანიამა Huawei-მ ბოლო წლებში გაყიდვების ინდექსში "სამსუნგს" და "ლენოვოს" გაუსწრო. ოდესღაც იაფი და არც თუ ისე კარგი დიზაინის მქონე სმარტფონების მწარმოებელი, 2019 წელს ახალი ტექნოლოგიების და მობილური მოწყობილობების მწარმოებლებისთვის რთული გამოწვევების შემქმნელად გვევლინება.
მოწყობილობა ტექნოლოგიების ყოველწლიური გამოფენის MWC 2019-ს ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო. და რომ არა Huawei, ეს ასეც მოხდებოდა... ჩინურმა კომპანიამ ტექნოლოგიების თვალსაზრისით ბევრად უფრო მეტი შეძლო, ვიდრე "სამსუნგმა". ყველაზე უცნაური ისაა, რომ OLED ეკრანი, რომელიც Mate X ამშვენებს, სწორედ "სამსუნგის" წარმოებისაა. Mate X ეკრანის ზომაც და კომპრომისებიც ნაკლები აქვს, ვიდრე Fold-ს.
რაც შეეხება მონაცემებს, ინოვაციური ფლაგმანები ფაქტობრივად ერთ დონეზე არიან, რაც მათ შორის არჩევანს ბევრად რთულს ხდის. დაკეცილ მდგომარეობაში Mate X-ის ეკრანი ბევრად უფრო დიდია (6,38 დიუიმი 2480 х 1148ppi) ვიდრე მისი კონკურენტის (4.6 დიუიმი HD+) , ანუ "სამსუნგის შეძენის შემთხვევაში თქვენ ბევრად უფრო პატარა სმარტფონის ეკრანს მიიღებთ, ვიდრე თუ უპირატესობას Huawei-ს მიანიჭებთ. გაშლილ (პლანშეტის) მდგომარეობაში Huawei კვლავ ლიდერობს - მისი ეკრანის ზომა 8 დიუიმს შეადგენს "სამსუნგის" 7,3 დიუიმის წინააღმდეგ. საით გადაიხრება "ჭკვიანი" ტელეონების მოდა, უკვე გასაგებია-მთავარი ახლა ჩვენზე-მომხმარებლებზეა. რომელ "დრეკად" ტელეფონს ავირჩევთ?
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


სულ რაღაც 5 დღის წინ კორეულმა გიგანტმა, კომპანია "სამსუნგმა" თავისი ახალი, ბრენდის ბევრი ერთგული გულშემატკივრისთვის ნანატრი დრეკადი კორპუსის მქონე Galaxy Fold წარადგინა.



epn.ge (@expressnews.ge)