|
2019-02-24 13:14:23, 3459 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის ზოოპარკი 92 წლის გახდა
თბილისის ზოოპარკი 92 წლის გახდა. დაბადების დღე ტრადიციულად, პატარა სტუმრებთან ერთად, სახალისო გასართობი ღონისძიებით აღინიშნა. სპეციალურად ბავშვებისთვის მარიონეტების წარმოდგენა და საპნის ბუშტების შოუ გაიმართა. პატარებმა მხიარულ კონკურსებსა და აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, თავსატეხები ამოხსნეს, ტერიტორია ფერადი ცარცებით გაალამაზეს და ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორებისგან ბუშტები და საჩუქრებიც დაიმსახურეს. თბილისის ზოოპარკის დაბადების დღე დამთვალიერებლებთან ერთად იზეიმა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ. მისი თქმით, მსგავსი სახალისო და საინტერესო ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება. „თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა, შესაბამისად, აქაურობას დიდი და საინტერესო ისტორია გააჩნია. დღეისთვის, შეიძლება ითქვას, რომ თბილისს ორი ზოოპარკი აქვს - ერთი არსებული და მეორე მშენებარე, სადაც ძირითადად ცხოველების ის სახეობები გვყავს გადაყვანილი, რომლებიც გადაშენების პირას არიან და რომელთა დაცვაზეც ვმუშაობთ. 92-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზოოპარკში ხალხმრავლობა იყო, ჩვენმა პატარა სტუმრებმა შემეცნებით და გასართობ თამაშობებში მიიღეს მონაწილეობა. ჩვენს დამთვალიერებლებს მომავალშიც არაერთ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ, როგორც ძველ, ასევე ახალ ზოოპარკში, მას შემდეგ, რაც მისი მშენებლობა დასრულდება“, - აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ. ამასთანავე, დაბადების დღის აღნიშვნასთან ერთად, თბილისის ზოოპარკმა წარადგინა ახალი პროექტი - „საქართველოს რეალური ბიომრავალფეროვნება - ახალგაზრდა მეცნიერები სკოლის მოსწავლეებისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა მეცნიერები უფროსკლასელებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ინტერაქტიული შეხვედრები ცხრა კვირის განმავლობაში, 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ლექციას 100-ზე მეტი მოზარდი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)