21:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-24 12:57:11, 3626 ნახვა

სხვადასხვა
ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქციკაცია 10-მდე ბინის მეპატრონემ, მათ შორის ბავშვებმა მიიღეს

„გასულ კვირაში CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კლავს!“ - ამის შესახებ ყაზტრანსგაზ-თბილისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, სამგორის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გადაღებულია კადრები, სადაც ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს მოიხმარდნენ. კადრებში ჩანს საკვამლე მილი, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული. ოჯახის წევრები სასწაულად გადაურჩნენ CO-ს ინტოქსიკაციას, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს.

შემოწმებისას ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი, დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, ბინის მეპატრონეების დაუდევრობით, გასულ კვირაში თბილისში CO-თი ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღია კამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც უკვე ჩაჭრეს ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი გაფრთხილებთ სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები, რომლებიც ძალიან საშიშია და კლავს. ჩაანაცვლეთ ისინი დახურულ კამერიანი გაზდანადგარებით. CO ბუნებრივ გაზზე საშიშია, CO კლავს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

​იხილეთ ვიდეო: CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ

(R)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics