|
2015-06-12 09:54:29, 1582 ნახვა
სხვადასხვა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ე.წ. „შავ სიაში“ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასდროს ყოფილან შეყვანილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველო და ქართული ავიაკომპანიები ევროკავშირის უსაფრთხოების ე.წ. „შავ სიაშია“ შესული. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კატეგორიულად აცხადებს, რომ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასოდეს ყოფილან ევროკავშირის უსაფრთხოების სიაში. "ე.წ. „შავი სია“ არის ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც ეფუძნება ევრორეგულაცია 2111/2005-ს (Regulation (EC) No 2111/2005 of the European Parliament and the Council of 14 December 2005 on the establishment of a Community list of air carriers subject to an operating ban within the Community and on informing air transport passengers of the identity of the operating air carrier ). კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ე.წ. „შავ სიაში“ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასდროს ყოფილა შეყვანილი. ICAO-ს 2013 წლის აუდიტის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხარვეზსაც, რაც ასახული იქნა აუდიტის საბოლოო ანგარიშში. და რომლის აღმოსაფხვრელად გაწერილი იქნა სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ 2011-2013 წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად 55%-ით გაუმჯობესდა სააგენტოს ინსპექტორების ტრეინინგისა და კვალიფიკაციის მაჩვენებელი, 44%-ით გაუმჯობესდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის პროცესი, 25%-ით გაუმჯობესდა პერსონალის ლიცენზირებისა და ავიასაწარმოების სერტიფიცირების პროცესი, 24%-ით გაუმჯობესდა უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის მაჩვენებელი, 22%-ით საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობა, 19%-ით აეროპორტების და აეროდრომების ზედამხედველობა, 17%-ით აერონავიგაციის მიმართულებების ზედამხედველობა და 38%-ით საავიაციო შემთხვევების მოკვლევის საკითხები. ამჟამად დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელზეც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად მუშაობს",-ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" განცხადებაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)