|
2018-10-09 14:40:38, 4440 ნახვა
ევროპის ამბები
„ოცნების“ დეპუტატი: გარკვეული ძალები ცდილობენ მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილობების დაკანონებას
„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრი, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს მოუწოდებენ დეზერტირობისკენ და თავიანთ სექტაში გაწევრიანების გზით, სთავაზობენ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას, რასაც სამწუხაროდ თანხმდებიან ზოგიერთი ახალგაზრდები. ასეთი „სექტის“ არსებობა ქვეყნისთვის საფრთხის შემქმნელია, რადგან მათი საქციელი ანტისახელმწიფოებრივია, ისინი კლავენ ახალგაზრდებში პატრიოტულ სულისკვეთებას და ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივას. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები ამ განუკითხაობის შესაჩერებლად. გარკვეული ძალები ცდილობენ ქვეყანაში ნარკოტიკების ლეგალიზებას. ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას, მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილობების ნორმად დაკანონებას. მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი ერის ცნობიერების შეცვლას, ქადაგებენ ყალბ თავისუფლებას, ებრძვიან ოჯახის სიწმინდეს. ცდილობენ ქვეყანაში უზნეობის დამკვიდრებას, ტელევიზიები ყოველდღიურად ეწევიან გარყვნილი ცხოვრებისა და ნარკოტიკების პროპაგანდას. ეს არის გეგმა ერის განადგურებისა, როცა ერი ირყვნება, ვეღარ მრავლდება. არანაირი პატრიოტული გადაცემები. მაგალითისთვის, როგორიც იყო პროექტი „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ ჩაანაცვლა უაზრო სერიალებმა. მხოლოდ სიძულვილი, ზიზღი, ცილისწამება, ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფა, შედეგად კი უიმედო და სასოწარკვეთილი საზოგადოება. ფულს, ვნებას და ცოდვას დამონებული ადამიანები გვასწავლიან, რა არის თავისუფლება. მათ აბორტი, რომელიც არის მკვლელობის ყველაზე ამაზრზენი ფორმა, ქალის თავისუფლება ჰქონიათ. მათთვის უცხოა ღვთისა და სამშობლოს სიყვარული. ისინი დღითიდღე აგრესიულ ძალად ყალიბდებიან და თავს გვახვევენ თავიანთი ცხოვრების წესს. განსხვავებული აზრი კი, მათთვის დისკრიმინაცია და ჰომოფიბიაა. ისინი ცდილობენ მორწმუნე ადამინების ბნელებად წარმოჩენას. ჩვენი სარწმუნოება მამხილებელია მათი გარყვნილი ცხოვრებისა და აზროვნებისა და ხელის შემშლელია მათი ბინძური მიზნების განხორციელებისა, ამიტომაც არ წყდება ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ ძალებს ერის განადგურებისა და გახრწნის უფლება. აუცილებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გაცემის გამკაცრება და ზოგ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის დაწესება. რადგან თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა საკუთარ ქვეყანაში სტუმრები აღმოვჩნდეთ. და ბოლოს კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მინდა მივმართო მთავრობას დროზე გაიწვიოს კანონპროექტი, რომ შეწყდეს მოსახლეობაში არსებული სამართლიანი ვნებათა ღელვა. საქართველო არასდროს გახდება ნარკოტიკების გამავრცელებელი ქვეყანა. ჩვენ სულ სხვა მიზანი და ფუნქცია აკისრია". ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს დეპუტატი ალექსანდრე ერქვანიამ განაცხადა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)