16:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 17:09:11, 4987 ნახვა

კულტურა
ბიძინა ივანიშვილი: ფიროსმანის ნახატი ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა  ღამით“ ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. 
„ფიროსმანი ჩვენი საყვარელი მხატვარია და რა თქმა უნდა, როგორც თქვენ, ისე მე, თვალს ვადევნებ. ნახატი ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა“, – აღნიშნა ივანიშვილმა. 
ცნობისთვის, “არსენალის მთა ღამით” 1957 წელს ცნობილ ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს. ამის შემდეგ ის ორჯერ გაიყიდა, ბოლო მფლობელმა ნახატი ლონდონის აუქციონზე 2010 წელს იყიდა, ახლა კი ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” საქართველოს უბრუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics