02:34 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 12:29:48, 370 ნახვა

საზოგადოება
ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიას თბილისისთვის დიდი ზარალი არ მიუყენებია

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიას თბილისისთვის დიდი ზარალი არ მიუყენებია.

ამის შესახებ ნარმანიამ მერიაში გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა მთავრობის წევრებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მითითებები მისცა.

„ამინდი უკვე გამოკეთდა და ყველა არსებულ დაზიანებაზე, ყველა არსებულ პრობლემაზე დღეიდან უნდა ვიზრუნოთ. ვავალებ ზედამხედველობის სამსახურს, რაიონების გამგეობებთან ერთად, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით მიხედონ ამ საკითხებს. ძალიან დიდი ზიანი არ არის, თუმცა ზიანი არის და ვფიქრობ, რომ ეს ზიანი მეტნაკლებად ფინანსურ მაჩვენებლებშიც უნდა ავსახოთ, დავითვალოთ, რათა შემდეგ უკვე შესაბამისად გავანაწილოთ. კეთილმოწყობის სამსახურს ევალება, რომ სანიაღვრე ქსელები და დაზიანებული გზის მონაკვეთები, ასევე ქვაფენილები, რომელიც ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა სწრაფ რეჟიმში აღვადგინოთ“, - განაცხადა ნარმანიამ.

ამასთან, მერმა თბილისის რაიონების გამგებლებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს სთხოვა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად მიაწოდონ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics