21:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 11:32:31, 696 ნახვა

სამართალი
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მარილი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული მარტინ ბ. ფალსიფიკაციის ფაქტზე ამხილეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მარტინ ბ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ საამქროში ორი წლის განმავლობაში კუსტარულად ამზადებდა ჯანმრთელობისთვის საშიშ, ფალსიფიცირებულ ორგანულ მარილს, რომლის რეალიზაციასაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში ახდენდა. სამართალდამცველებმა მარტინ ბ-ს საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, 3 ტონა 200 კგ დაფასოებული მარილი ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.,

გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 197 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics