|
2015-01-20 14:09:34, 1034 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის თანამშრომლებს „სოლიდარობის ფონდის“ ჯილდო და მადლობის სიგელი გადაეცათ
სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს სოლიდარობის ფონდის 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფონდის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდო იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მთავრობის ადმინისტრაცის სახელით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, როგორც მინისტრს, რომელმაც ყველაზე აქტიურად დაუჭირა მხარი სოლიდარობის ფონდს. საქვეუწყებო ორგანიზაციებს შორის, ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციის მაღალი მოცულობისთვის, სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერტიფიკატი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს გადაეცათ. „საჯარო რეესტრის თანამშრომლები მთავრობის ახალ ინიციატივას აქტიურად გამოეხმაურნენ. ფონდის საქმიანობაში 956-მდე თანამშრომელია ჩართული და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. სოლიდარობის ფონდში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების სახელით 2014 წელს 11 511 ლარი გადაირიცხა. სააგენტოს თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ მათ საკუთარი წვლილი შეაქვთ ონკოლოგიური დაავადებების მქონდე ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსებაში“, - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. სპეციალური ჯილდოებით აღინიშნა საჯარო რეესტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, სმართ ლოჯიქის წვლილი საქველმოქედო საქმიანობაში. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორი სსიპ - „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ თანამშრომელთა 100 % ჩართულობისათვის დაჯილდოვდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის 18 იანვრის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში ყოველთვიურად 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული. სულ შემოსული 1,701,330 ლარიდან ფონდის კომისიის 9 სხდომაზე დამტკიცდა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება, მათ შორის, 18 შემთხვევაში - საზღვარგარეთ, ხოლო 40 შემთხვევაში - საქართველოში. სულ 1,198,000 ლარის ოდენობის დაფინანსებაა დამტკიცებული.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)