16:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 15:58:44, 1651 ნახვა

სხვადასხვა
გიორგი მარგველაშვილი იტალიელ კოლეგას იტალიის რესპუბლიკის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს  სერჯო მატარელას იტალიის რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

“თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ გულითადი და წრფელი მოლოცვა იტალიის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით.მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იტალიის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი იტალიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის",-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში,

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics