02:27 - 29 May, 2026
|
2018-07-10 18:59:32, 734 ნახვა
სამხედრო
ლელა ჩიქოვანი SNGP-ის ახალ მრჩევლებს შეხვდა
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოვლენილ ახალ ექსპერტებს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ამერიკელ და თურქ მრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკელი ექსპერტი, ჟაკ პატონი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ლოგისტიკის ინიციატივის მიმართულებით იმუშავებს. თურქი ექსპერტი, კაპიტანი მუზაფერ ბულდანი ქართულ მხარეს სამხედრო პოლიციის განვითარების კუთხით გაუწევს კონსულტაციებს. ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, საერთაშორისო მრჩევლები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)