21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 09:49:24, 660 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს თხოვნით მიმართა, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს თხოვნით მიმართ, მოსახლეობას მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

„მინდა ვიასუბრა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 2 დღის წინ უმუშევრობის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. გასული წლის განმავლობაში 33 100 სამუშაო ადგილი შეიქმნა, აქედან 90% მოდის სწორედ კერძო სექტორზე. გეტყვით, რომ ექსპორტის კუთხით პოზიტიური ტენდენციები იკვეთება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მას აქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში წელს აქტიური ტურისტული სეზონი იქნება.

„გეტყვით, რომ აპრილის თვეში გვქონდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა ჯერ მონაცემები არ არის. მე არ მინდა ამაზე წინასწარ კომენტარი გავაკეთო. ჩვენ ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, ასევე დამატებითი ვალუტის შემოსვლაზე. ვთხოვთ ეკონომიკურ გუნდს, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, რომ ეს ფაზა, რომელი ქვეყანაში არსებობს ყველასთვის თვალსაჩინო გახდეს“,- განცახადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics