02:17 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 13:24:52, 963 ნახვა

სამხედრო
EOD-ის ინსტრუქტორთა განაღმვის სწავლება დაიწყო

საინჟინრო ბრიგადაში აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ასეულის ინსტრუქტორების მიერ განაღმვის სწავლება დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

სწავლება სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ქართველი სამხედრო ინჟინრები მრავალფუნქციური პორტატული რენტგენის აპარატის მუშაობას შეისწავლიან. რენტგენის აპარატით, რომელიც ქართულ მხარეს EUCOM-მა გადასცა, შესაძლებელია საეჭვო პაკეტების შემოწმება, აფეთქების შემდგომი კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, იარაღის შემოწმება, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება. სწავლების მეორე ეტაპზე კი, შემოწმდება ინსტრუქტორების მომზადების სამივე ფაზის შედეგები და შემდეგ კი, ქვედანაყოფისთვის საჭირო სწავლებები დაიგეგმება.

EUCOM-ის მიერ დაგეგმილი სწავლება ნატოს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის" ნდობის ფონდის პროექტ ,,საქართველო IV"-ის ფარგლებში დაიწყო. სწავლების დასრულების შემდეგ პირად შემადგენლობას შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics