18:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 14:09:52, 1266 ნახვა

მსოფლიო
2018 და 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნის არჩევის პროცესს გამოიძიებენ

შვეიცარიის იუსტიციის ფედერალური დეპარტამენტი 2018 და 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნის არჩევის პროცესს გამოიძიებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქმე კორუფციის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და ფულის გათეთრების ბრალდებით აღიძრა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა FIFA-ს ოფისიდან საბუთები და ელექტრონული მატარებლები ამოიღეს. დეპარტამენტმა შვეიცარიის საფინანსო ინსტიტუტებს FIFA-ს მაღალჩინოსნების საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა.

ცნობისთვის, 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში, ხოლო 2022 წელს ყატარში უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, შვეიცარიის პოლიციამ კორუფციაში ეჭვმიტანილი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA-ს) 9 მაღალჩინოსანი დააკავა. დაკავებულთა შორის FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი უები, ეუხენიო ფიგერედო და აღმასკომის შვიდი წევრი არიან. ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე იოზეფ ბლატერი ეჭვმიტანილთა სიაში ჯერჯერობით არ არის.  ოპერაცია დღეს დილით, ციურიხის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics