16:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-17 15:35:28, 1732 ნახვა

პოლიტიკა
სერგო რატიანი: სომხეთის ტრაგედია რუსული ჯარების მდგომარეობას გამოხატავს

„შემზარავი ტრაგედია დატრიალდა სოხეთში. ძალიან მძიმე არის ამის გააზრება და ეს გამოხატავს რუსული ჯარების მდგომარეობას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

რატიანის თქმით, რუსული ჯარები, დღეს ტრადიციულ ჩაგვრაზე დგანან.

„რუსული ჯარები ტრადიციულ ჩაგვრაზე და საბჭოთა საშინელებაზე დამყარებული ჯარია, სადაც ადამიანები ასეთ მდგომარეობაში, სხვებზე ძალადობენ და ძალადობის ერთ-ერთი სამწუხარო შემთხვევა სწორედ ეს არის“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ  გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა  ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსულ ბაზაზე მომსახურე, რიგითი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი მოგვიანებით  რუსმა მესაზღვრეებმა თურქეთის საზღვარზე დააკავეს.  
ჯარისკაცის სომხეთისთვის გადაცემის მოთხოვნით, გიუმრიში აქციები იმართება.

საქართველოში სომხეთის საელჩოსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics