01:15 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 10:27:13, 404 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბონდო ოჩიგავამ, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და რიგითმა ჯარისკაცებმა აქციის – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში სისხლი გაიღეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპერტამენტი რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებაში. აქციაში სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელმა და წვევამდელმა მიიღო მონაწილეობა.

აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. აღნიშნულ აქციაში შსს-ს მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics