|
2015-05-14 14:17:10, 833 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საგადასახადო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგი ალბათ, 1 თვეში გვექნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საგადასახადო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი სავარაუდოდ ერთ თვეში იქნება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის მიერ დაანონსებულ საგადასახადო ლიბერალიზაციის თემის კომენტირებისას განუცხადა. „საგადასახადო ლიბერალიზაცია საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია. ალბათ, უახლოეს 1 თვეში გვექნება შედეგი“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა საგადასახადო ლიბერალიზაციის გამოცხადებას გეგმავს. „დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ გამოვაცხადებთ საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მეტ ჟანგბადს მისცემს კერძო სექტორს იმისთვის, რომ გადაიტანოს და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს",– აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)