|
2015-05-14 10:59:03, 782 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ეროვნული ვალუტის გაუფასურება, გარე შოკებითაა გამოწვეული
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ექსპერტებს თხოვს, ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ხადურის განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, გარე შოკებითაა გამოწვეული და საქართველოს მთავრობა, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს. ამასთან, ხადურის თქმით: ლარის კურსი დასტაბილურდება და უკან დაიწევს. „მინდა ყველა ექსპერტს ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ აბსოლიტურად არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისგან. პრობლემა გამოწვეულია გარე შოკებით. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის რათა უახლოეს პერიოდში მოხდეს დასტაბილურება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არა თუ დასტაბილურდება - კურსმა უკან უნდა დაიწიოს.“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისი შეფასებით, გაცვლით კურსზე ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ახდენს გავლენას. „მინდა ვთხოვო იმ ადმაიანებს რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ შეუძლიათ ყველაფერზე კომენტარი გააკეთონ, იყოს მათი კომენტარები უფრო არგუმენტირებული და ემყარებოდეს იმ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც რეალურად არსებობს.“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)