|
2015-05-13 17:33:37, 1005 ნახვა
ეკონომიკა
SOCAR: ფოთთან კარბამიდის ქარხნის მშენებლობის შეჩერება სასუქის ბაზარზე ფასების ვარდნას უკავშირდება
ფოთის მახლობლად SOCAR-ის კარბამიდის ქარხნის მშენებლობის შეჩერება სასუქის ბაზარზე ფასების ვარდნას უკავშირდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე–პრეზიდენტმა დავით მამედოვმა განაცხადა. მისი თქმით, პროექტი თვითდაფინანსების ხარჯზე უნდა განხორციელებულიყო – თანხის ნაწილი მეწარმეებს უნდა მოეზიდათ, ნაწილი კი საბანკო კრედიტების ხარჯზე დაიფარებოდა. თუმცა, მამედოვის თქმით, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაფინანსებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შექმნა. „საქართველოში საკმაოდ ძნელი ვითარებაა. მსოფლიო ბაზარზე სასუქის ფასი დაეცა. აქედან გამომდინარე, პროექტის დაფინანსების საკითხი გაძნელდა“, – განმარტა მამედოვმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა პროექტის რეალიზაციით დაინტერესებული უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, SOCAR-ის ქარხნის მშენებლობა იმის გამო შეჩერდა, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მასში წილს ითხოვდა. თავის მხრივ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქარხნის მშენებლობას "არასარფიანი" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)