|
2015-05-13 11:01:26, 781 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ სოლიდარობის ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა
„თიბისი ბანკმა“ საქართველოს სოლიდარობის ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა. როგორც ბანკში აცხადებენ, ეს თანხა სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს, ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე პაციენტებს მოხმარდებათ. ამგვარი აქცია „თიბისი ბანკის” ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიური შეხვედრის დელეგატების სახელით განხორციელდა. თანხა სოლიდარობის ფონდში სწორედ EBRD-ის დელეგატების სახელზე გადაირიცხა. „მოგეხსენებათ საქართველოში, EBRD-ის წლიურ შეხვედრას 1500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. თიბისი ბანკი საქართველოს მხრიდან ამ ღონისძიების ოქროს სპონსორია. გვინდოდა, გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის მიმართ და გადავწყვიტეთ ეს გაგვეკეთებინა EBRD-ის წლიური შეხვედრის დელეგატების სახელზე. ამგვარი ნაბიჯი გადავდგით სოლიდარობის ფონდის უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის; იმისთვის, რომ ფონდი გაფართოვდეს და მას ქართული კომპანიების გარდა საერთაშორისო ორგანიზაციები და საქველმოქმედო ფონდებიც შეუერთდნენ“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ვახატანგ ბუცხრიკიძე "სოლიდარობის ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)