|
2015-05-13 09:23:13, 767 ნახვა
ეკონომიკა
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, გამოფენა-გაყიდვა “აღმოაჩინე საქართველო” გაიმართება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტზე გატანის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრებისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, პარლამენტის შენობის წინ ქართული კომპანიების გამოფენა-გაყიდვა “აღმოაჩინე საქართველო” გაიმართება. სააგენტოს ინფორმაციით, ქართული პროდუქციის დახლი უკვე განთავსდა რუსთაველზე და 15 მაისამდე შესთავაზებს ადგილობრივ და უცხოელ სტრუმრებს სხვადასხვა სახის პროდუქტს. სტენდის ქვეშ მონაწილეობას იღებენ კვებისა და სასმელი წყლების, ასევე სუვენირებისა და ხელნაკეთების მრეწველობაში მოღვაწე 24 ქართული კომპანია. შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე და აღნიშნულ რეგიონში უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში კი კონცენტირებულია კერძო სექტორის მხარდაჭერაზე პროდუქტიულობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მოპოვების კუთხით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)