16:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 17:23:32, 2316 ნახვა

სამართალი
სტოკჰოლმის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი თბილისის აეროპორტში დააკავეს

ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რუსეთის ფედერაციის, კერძოდ, ქალაქ მოსკოვის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, შვედეთის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, შვედეთის სამეფოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ნოდარ ზ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ზ. დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, სტოკჰოლმის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში  2015 წლის 13 იანვარს გამოცხადდა.
"მას ბრალად ედება შვედეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობას გულისხმობს.
2014 წლის 4-6 თებერვალს ნოდარ ზ-მ შვედეთის სამეფოში ჩაიდინა რამდენიმე, შეღწევით ქურდობა, უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით საიუველირო ნაკეთობებს და iPhone-ის სისტემის მობილურ ტელეფონებს. აღნიშნული დანაშაულისთვის დაკავებულს შვედეთის კანონმდებლობის მიხედვით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება",-განმარტავენ შსს-ში.
მათივე ცნობით, ამჟამად ნოდარ ზ.  ქალაქ თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და მის მიმართ  კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics