18:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 13:22:35, 8189 ნახვა

Lifestyle
ჟურნალისტი ოპრა უინფრი შესაძლოა, 2020 წლის აშშ-ის „საპრეზიდენტო რბოლას“ შეუერთდეს

ამერიკული მედიის, კერძოდ კი, CNN-ის ცნობით, ჟურნალისტი ოპრა უინფრი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემას უინფრის ახლო მეგობრებმა მიაწოდეს.

მედიის მტკიცებით, ოპრა უინფრის გუშინწინდელი გამოსვლა "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე, "მომავალი პოლიტიკოსის სიტყვას უფრო წააგავდა".

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ტელეწამყვანის ახლო მეგობრები მას უკვე რამდენიმე თვეა ამ თემაზე ესაუბრებიან და უბიძგებენ, რომ მან 2020 წლის აშშ-ის "საპრეზიდენტო რბოლაში" მონაწილეობა მიიღოს.

უინფრის ძველი მეგობრის სტედმან გრემის თქმით, მოცემულ სიტუაციაში ეს ნაბიჯი შესაძლებელია. "ეს ხალხზეა დამოკიდებული, ის ამას გააკეთებდა",- ამბობს გრემი ერთ-ერთ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ოპრა უინფრისთვის ეს პირველი პოლიტიკური ნაბიჯი არ იქნება. 2008 წლის არჩევნებში ის ბარაკ ობამას აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. მოგვიანებით ოპრა აშშ-ის ექს სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულ ჰილარი კლინტონის შეიძლება ითქვას აგიტატორი გახლდათ. "ამერიკა, დროა გავაკეთოთ ეს არჩევანი",- თქვა უინფრიმ, როცა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში საუბარი შესაძლო პირველ ქალ პრეზიდენტს შეეხო.

ოპრა უინფრი აშშ-ის მოსახლეობაში კოლოსალური პოპულარობით სარგებლობს. ის მრავალი წლის განმავლობაში ეკრანებიდან არ ქრება, მისი რეპუტაცია  და ქარიზმა ისეთივე დიდია, როგორც მისი ქონება, რაც ტელეწამყვანს მომავალ პოლიტიკურ კარიერაში ძალიან წაადგება“, - წერენ ამერიკული ტაბლოიდები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics