|
2017-12-27 18:08:03, 2328 ნახვა
სამხედრო
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა DIB-ის სამომავლო გეგმები განიხილეს
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ტრენინგების საჭიროებების შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. სტრატეგიული დონის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა სტუმრებს უწყების მიერ 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სტრატეგიული დონის შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებმა ტრენინგების საჭიროებები განიხილეს და პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის კოორდინაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი 2018 წლის განმავლობაში სკოლის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებსაც შეეხო. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობა დადებითად შეაფასეს და აღინიშნეს, რომ უწყება პასუხობს დასახულ ამოცანებს - თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)