20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 17:16:01, 880 ნახვა

ეკონომიკა
აზიმ სადიკოვი: დამნაშავეების ძებნის და ურთიერთბრალდებების დრო არ არის

„დამნაშავეების ძებნისა და ურთიერთბრალდებების დრო არ არის“,-ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის  მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა ლარის კურსის თემის კომენტირებისას  განაცხადა.

სადიკოვის თქმით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ.

„დამნაშავეების ძებნის დრო არ არის, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთად  უნდა იმუშაონ, რომ გაუმჯობესდეს ეს მდგომარეობა და ნახონ ის სისუსტეები, რაზეც ძირითადი მუშაობაა საჭირო“,-განაცხადა სადიკოვმა.

რაც შეეხება, პარლამენტში ლარის კურსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას სადიკოვის განმარტებით, პარლამენტს აქვს უფლება იცოდეს ის მიზეზები და ფაქტორები თუ რატომ გაუფასურდა ლარი. 

„მთავრი ფაქტორი,  რამაც ლარის გაუფასურებაზე გავლენა მოახდინა ეს არის დოლარის გამყარება  და საგარეო შოკები.  ქვეყანაში, რომ არ ყოფილიყო მცურავი გაცვლითი კურსი ეს შოკი საქართველოს კიდევ უფრო ძვირად დაუჯდებოდა. ეს იმოქმედებდა ლარის მყიდველთუნარიანობაზე და რეალურ ეკონომიკაზე. გაიზრდებოდა იმპორტი და შემცირდებოდა ექსპორტრი. მცურავი  გავცლითი კურსის პირობებში ქვეყანა უფრო დაცულია“,-განაცხადა აზიმ სადიკოვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics