|
2015-05-08 13:30:54, 421 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კონსტიტუციური სახელმწიფო გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. კონფერენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ, ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის კათედრის ხელმძღვანელმა ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა საზეიმოდ გახსნეს. კონფერენციის ესწრებიან შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელი პირები, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიგელ დე სერვანტესის ევროპული უნივერსიტეტის, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის და ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი. კონფერენციის განმავლობაში მოხსენებით გამოვლენ შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის და მიგელ დე სერვანტესის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორები და ანალიტიკოსები. ასევე განიხილება ორგანიზებული დანაშაულის, კიბერტერორიზმის, თანამედროვე საზოგადოების გეოსტრატეგიული უსაფრთხოების, საჯარო და კერძო უსაფრთხოების თავსებადობისა და ურბანული პოლიციის ადმინისტრაციული ფუნქციების საკითხები. კონფერენციის დასასრულს, მადრიდის ნებრიხას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)