20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 19:53:14, 856 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა სამთო კურორტების განვითარების გეგმებზე ისაუბრა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე სამთო კურორტების განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა. 

კვირიკაშვილის განცხადებით, გასულ წელს სამთო კურორტების მიმართულებით ძირითად ინფრასტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. 

,,ეს იყო ხელოვნური გათოვლიანების აპარატურის დამონტაჟება გუდაურსა და ბაკურიანში (დიდველზე). წელს ჩვენ დავასრულებთ და გავაგრძელებთ ასევე, გუდაურის მეორე ტრასაზე ამ აპარატურის დამონტაჟებას. ასევე, გუდაურსა და ბაკურიანში წელს დასრულდება ორი ხელოვნური ტბის მშენებლობა, რათა უკვე სრულყოფილად დაიწყოს ამ სისტემამ ფუნქციონირება. ასევე, წელს დასრულდება გუდაურში დამატებით ერთი სათხილამურო საბაგირო გზის დამონტაჟება, ასევე ბაკურიანში წელს აღდგება კოხტას ტრადიციული ტრასა და ამ ტრასის სიგრძე უფრო გაგრძელდება. ეს ნამდვილად ახალ, მეორე სუნთქვას შესძენს ბაკურიანის კურორტს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, კოხტას რეაბილიტაციის პროექტს მთავრობა ,,თიბისი ჯგუფთან“ ერთად განახორციელებს.

,,მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელს კერძო კომპანიასთან. ეს არის ,,თიბისი ჯგუფი“, რომელთან ერთადაც გავიყოფთ ამ ინვესტიციების ტვირთს და ეს ჯგუფი განახორციელებს 500 სასტუმრო ოთახის მშენებლობას კურორტ ბაკურიანში. ეს დაგეგმარდება საუკეთესო ალპიური სტანდარტების მასტერფლენინგის კომპანიების მიერ, რაც თვისობრივად შეცვლის მთლიანად ამ კურორტს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურიანში წელს გერმანული კომპანია ზაფხულის ატრაქციებს დაამონტაჟებს. რაც ამ კურორტს კიდევ უფრო განუმტკიცებს 4 სეზონიანი კურორტის იმიჯს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე, იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელსაც  პირველად მთის კურორტების მიმართულებით საქართველო უმასპინძლებს. 

,,ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წელს საქართველოში ევროპისა და აზიის მესამე სამთო კურორტების კონფერენცია ჩატარდებება, რაც საქართველოს ტურისტული სამთო-სათხილამურო კურორტების იმიჯს კიდევ ერთხელ განამტკიცებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics