|
2015-05-06 19:00:33, 983 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ყავის მწარმოელი ახალი საწარმო გაიხსნება
მეწარმეობის განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან „ბბ კომპანი“, რომლის ძირითად საწარმოო მიმართულებასაც ყავის წარმოება წარმოადგენს. კომპანიაზე ახალი საწარმოს გახსნის მიზნით 1,000,000 აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო სს „საქართველოს ბანკ“-მა, ხოლო მეწარმეობის განვითარების სააგენტო 2 წლის განმავლობაში მოახდენს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას. შპს „ბბ კომპანი“-ს აქვს 13 წლიანი გამოცდილება ყავის რეალიზაციაში, ადგილობრივ ბაზარს უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვალს მიაწვდის. ამასთან კომპანია უზრუნველყოფს დაასაქმოს 20-მდე ადამიანი და ქართული ბაზრის მნიშვნელოვან წილი დაიკავოს. სამომავლოდ წარმოებული პროდუქციის ექსპორტს აზერბაიჯანში განახორციელებს. ახალი საწარმო 6 თვეში ამოქმედდება. ჯამში კომპანია 1,800,000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული საწარმო მცხეთა-თიანეთის რეგიონში, სოფელ ნატახტარში მდებარეობს. ცნობისთვის, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით უკვე სარგებლობს 74 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 121, 210, 000 აშშ დოლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)