|
2015-05-05 12:54:04, 403 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ „სითი პარკს“ მოთხოვნათა პაკეტი წარუდგინა
თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ მოთხოვნათა პაკეტი წარუდგინა. მერიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანის ნაცვლად, მათი ადგილზე დაჯარიმებაა. კიდევ ერთი მოთხოვნა შემოსავლების განაწილების თანაბრობას უკავშირდება. "მე კომპანია "სითი პარკს" უკვე წარვუდგინე ჩვენი ძირითადი მოთხოვნები, რაც გვაქვს. კერძოდ, შემოსავლების განაწილების თანაბრობასთან დაკავშირებით, რომ ეს თანაბრობა აღდგეს და ქალაქის ბიუჯეტმა მეტი შემოსავალი მიიღოს. ასევე, წარვუდგინეთ ის, რომ ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმითვე, საუბარია ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვასთან დაკავშირებითაც. ასევე მუშაობა დაწყებულია მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობის საკითხზეც. „ასევე, გავაცანი ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეტაპობრივად ტროტუარები უნდა დაუბრუნდეს ქვეითად მოსიარულეებს და შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება, ისევე როგორც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ჩვენ უკვე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობასთან დაკავშირებით და აქ აუცილებლად მოვიზიდავთ დამატებით ინვესტიციებს, რათა გაჩნდეს ალტერნატიული პარკირების ადგილები დედაქალაქში", - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში "სითი პარკის" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)