|
2017-10-19 22:30:12, 1505 ნახვა
სპეციალური ანონსი
20 ოქტომბრის ანონსი
20 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საია წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს. მის.: კახიძის ქ. #15 20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ "ერთობა ახალი საქართველო" ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით კონფერენციას გამართავს. თემა: „თბილისი - ბლოკჩეინ ეკონომიკის ცენტრი“. მის: რუსთაველის გამზ. #23 საკონტაქტო ტელ.: 551 66 25 25 20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გაიმართება კენჭისყრა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობითი განცხადებით მიმართეს. 20 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წარადგენს შუალედურ ანგარიშს - „პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში: 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“. მის.: დ. აღმაშენებლის გამზ. #61 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისის მარიოტში“ ოპოზიციური პარტიების ,,ლიდერთა საბჭო“ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, სადაც დიპლომატიურ კორპუსსა და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიშს წარუდგენს. 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, Rooms Hotel Tbilisi-ში Björk-ის კონცერტის ორგანიზატორები მედიას ისლანდიელი მუსიკოსის სტუმრობის შესახებ დეტალებს გააცნობენ.
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)