|
2017-10-03 12:38:48, 1082 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა უძველეს ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-სა და იუნესკო-ს მიმართავს
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით, გაერო-სა და იუნესკო-ს მიმართავს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებმა" შესაბამისი ვიდეომიმართვა გაავრცელეს: "ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარებით, ჩვენ შევძლებთ იუნესკო-ს და სხვა კომპეტენტური სტრუქტურების ყურადღების მიპყრობას, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ქრისტიანულ ტაძრებზე", - ნათქვამია მიმართვაში. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთი კავკასიაში ქრისტიანობის აკვანია, ხოლო მისი ტაძრები, საქართველოს გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად სავალალო მდგომარეობაშია. "ქართულ-აფხაზური ომის დროს, რომელიც 1992-1993 წლებში განვითარდა, საქართველოს სახელმწიფო ჯარებმა ბარბაროსულად გაანადგურეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გაიტანეს უნიკალური რელიქვიები და აფხაზი ხალხის არტეფაქტები, უმოწყალოდ დაბომბეს ქრისტიანული ტაძრები და სიწმინდეები:, - განაცხადა ე.წ. დიპლომატმა კან ტანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)